იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირმა მოლდოვასთან და უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი თავი გახსნა, აშშ-სა და მექსიკაში მოლდოვას ელჩი, ვლადისლავ კულმინსკი მიიჩნევს, რომ არჩევანი, რომლის წინაშეც მისი ქვეყანა დგას, ეგზისტენციალურია.
„ევროკავშირი, დიდწილად, გადარჩენის საკითხია“, — ამბობს კულმინსკი Independence Avenue Media-სთან ინტერვიუში.
კულმინსკის თქმით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანმა შეჭრამ, მოლდოვაში საზოგადოებრივი აზრი შეცვალა და ქვეყნის სტრატეგიულ მიმართულებასთან დაკავშირებით, ათწლეულების განმავლობაში არსებული გაურკვევლობა დაასრულა.
„რუსეთს მოაქვს ომი, სიკვდილი და ნგრევა. ეს არის სიმართლე“, ამბობს ის.
კულმინსკი აღნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგობამ არა მხოლოდ მისი სუვერენიტეტი დაიცვა, არამედ მოლდოვას რუსეთის ორბიტაზე ხელახლა დაბრუნებაც ააცილა თავიდან.
„უკრაინა რომ არა — უკრაინას რომ წინააღმდეგობა არ გაეწია და მტკიცედ არ დამდგარიყო, უზარმაზარი მსხვერპლის ფასად — მოლდოვა უბრალოდ აღარ იარსებებდა“, ამბობს ის.

