შეიძლება თუ არა რუსეთმა ნატოს წევრი ქვეყანა შეზღუდული სამხედრო ან ჰიბრიდული თავდასხმით გამოსცადოს და მზად არის თუ არა ალიანსი სწრაფი და მტკიცე პასუხისთვის?
იან ბჟეზინსკი, პენტაგონის ყოფილი მაღალჩინოსანი, ამბობს, რომ ნატოს რუსეთზე უზარმაზარი სამხედრო და ეკონომიკური უპირატესობა აქვს. მისი თქმით, მთავარი კითხვა რესურსების ნაკლებობა კი არა, ალიანსის პოლიტიკური ნება და სტრატეგიული მზადყოფნაა.
ინტერვიუში საუბარია ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთის გაფრთხილებებზე, რუსეთის ჰიბრიდულ თავდასხმებზე, ნატოს მე-5 მუხლზე, ევროპაში ამერიკული სამხედრო ძალების შესაძლო შემცირებაზე, უკრაინის წარმატებებზე და ნატოს გაფართოების მომავალზე.
იან ბჟეზინსკი “ატლანტიკური საბჭოს” უფროსი მკვლევარი და ევროპისა და ნატოს პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილეა.
იან ბჟეზინსკის, Independence Avenue Media-ს აღმასრულებელი რედაქტორი, ქართლოს შარაშენიძე 21 ივლისს ესაუბრა.

